პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი-მიყვარხააართ!

„რა ლამაზი სამშობლო გვაქვს, როგორ ვერ მოვუარეთ ხალხნო 30 წელი, მოუვლით, დავიბრუნებთ,-ასე მიმართა  პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის წინ მომიტინგეებს.

„ჩვენ კომუნისტების დროს მხოლოდ სამშობლო გვქონდა, სახელმწიფო არ გვქონდა. როგორც იქნა ვეღირსეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დღეს ეს ვიგინდარა ჩვენს სახელმწიფოს ეხება. იმის მაგივრად, დღე და ღამე ვფიქრობდეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, ამ ოლიგარქს სამაჩაბლოს ხან ტატუნაშვილის ცხედარი და ხან ვაჟა გაფრინდაშვილის გმირობა ახსენებს. ყველა, ვინც აქ დგას, ვინც ვერ მოვიდა, არის ლამაზი, ტანადი, ახოვანი, თავდადებული. რა ვქნა სტრიქონებზე ვარ გაზრდილი, ხო, მახსენდება რომ მთავარი მაინც მამული არის, ჩემს მამულს ბიძინა ივანიშვილო მართმევს, არ დაგითმობ, პროპორციულზეც უკან დაიხევ და ვადამდელსაც დანიშნავ. არასადაც არ წავალთ“,-აცხადებს თაკო ჩარკვიანი .

Facebook Comments