თბილისში „პატრიოტთა ალიანსისა“ და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან შემოუერთდებიან

დედაქალაქში დაგეგმილ აქციებზე დასასწრებად “ნაციონალური მოძრაობისა” და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ.

 ენმ-ის მხარდამჭერები თბილისისკენ დილით სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის თემურ ბასილაიას ინფორმაციით, ზუგდიდიდან თბილისში 600-ზე მეტი მოქალაქე წავიდა, სამეგრელოდან აქციაზე წამსვლელი ადამიანების ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, დაახლოებით, 30-მდე სამარშუტო ტაქსით შეკრებილები დედაქალაქისკენ ცოტა ხნის წინ გამოემგზავრნენ.

ისინი 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ თანამოაზრეებს შეუერთდებიან.

Facebook Comments
%d bloggers like this: