პოლიტიკა

მაჭუტაძე – გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო თავისუფლებას

ჩვენ ვიწყებთ ამ ანტიპარლამენტის პიკეტირებას, არ დავიშლებით,სანამ ქართველი ხალხი არ მიიღებს პროპორციულ, ვადამდელ არჩევნებს, კოალიციურ მთავრობას,- ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკოლოზ მაჭუტაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დღეს, სწორედ ეს ადგილი არის ივანიშვილის ვატერლოო“.

„იგი მართალია შორს დგას ნაპოლეონ ბონაპარტისგან, მაგრამ მისი დასასრული არის აქ. სირცხვილიც კია, 21-ე საუკუნის ათეულის მიწურულს ჩვენ ვითხოვდეთ არჩევნების უფლებებს. სადღაციდან მოთრეულმა ივანიშვილმა ხელყო ჩვენი უძირითადესი უფლებები, ამას ხალხი არ შეარჩენს, მისი წამმზომი ჩართულია. გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო თავისუფლებას, გაგიმარჯოთ“,- მიმართა მაჭუტაძემ აქციის მონაწილეებს.

Facebook Comments