მოსახლეობა აპროტესტებს, გამოვარდებიან ნაცები და კოჭლი ცხვარივით წინ უნდათ ფარას დაუდგნენ, მუხტი მაშინვე იკლებს

საოცარ პოლიტიკურ ფენომენად გადაიქცა ნაციონალური მოძრაობა.. ხელისუფლების მორიგ შეცდომას, სისულელეს, ან ტყუილს ნორმალური მოსახლეობა აპროტესტებს, გამოხატავს გულისწყრომას და ამას ძლიერი მუხტი, დიდი ძალა აქვს! ამ დროს გამოვარდებიან ნაცები და კოჭლი ცხვარივით წინ უნდათ ფარას დაუდგნენ. მუხტი იმ წუთასვე იკლებს, ადამიანებს (არასექტანტებს) მათთან ერთად გაპროტესტების სურვილიც კი უქრებათ და ხელისუფლებაც სარგებლობს ამით- ხახვივით რჩებათ მორიგი სიგლახე,-წერს სოციალურ ქსელში ექიმი დავით გადელია.

Facebook Comments
%d bloggers like this: