სად უნდა დავდგეთ და რატომ, ვერ გვასწავლის ის ხალხი, ვინც 2017 წელს გამოიღვიძა

ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლა არ არის.
მიშა იქნება, ბიძინა, და არისტოფანე, სისტემა იგივე დარჩება, თუ საზოგადოებამ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმები არ დაიკანონა,-ამის შესახებ წერს სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც სოციალურ ქსელში „გუჯა ბიძიას“ ფსევდონიმით არის ცნობილი

 მისივე თქმით, დღევანდელი აქცია სპექტაკლია, რომელშიც მონაწილეობის მიღებასაც არ აპირებს.

„ერთი განცხადებაც..
სად უნდა დავდგეთ და რატომ, ვერავინ ვერ გვასწავლის მე და ჩემს მეგობრებს, ვინც 2012 წლამდეც აქციებზეც ვიდექით და უკვე 2013 წლიდანაც აქციებს ვაწყობდით სწორედ საარჩევნო კოდექსის ცვლილების მოთხოვნით, და მთელი შემდეგი წლებიც მიტინგიდან მიტინგზე ვითხოვთ სწორედ სისტემურ ცვლილებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებების და სახეების ცვლილება, სისტემის ცვლილება არაა.
სად უნდა დავდგეთ, და რატომ, ვერ გვასწავლის ის ხალხი, ვინც 2017 წელს გამოიღვიძა , და მხოლოდ იმიტომ, რომ სკამები, ხელფასები და დაფინანსებები დაკარგა, ვერც ის, ვინც ახლა ხტება ერთი გადასაჩეხი მატარებლიდან, მეორეზე რომ აძვრეს.
ვერავინ ვერ გვასწავლის იმასაც, თუ რას და როგორ აკეთებს და რა ძალების მეშვეობით ცდილობს სისტემა, თავისი არსებობა რომ გაიხანგრძლივოს და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი აქციებიც სწორედ იმ სისტემური 30 წლიანი თამაშების გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილე ერთი და იგივე პოლიტსახეების წყალობით, და ამ პოლიტსახეებს აყოლილი საზოგადოების დაპირისპირების ხარჯზე, ყოველთვის სისტემა გამოდის გამარჯვებული.
მიგვაჩნია, რომ სულ სხვა გზა არსებობს 30 წლიანი სისტემის ჩამოსაშლელად. ეს გზა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების,- საზოგადოებრივ მაუწყებელის საზოგადოებისთვის გადაცემაზე, დეპუტატის გამოწვევის წესის დაკანონებაზე, და სრულუფლებიანი რეფერენდუმის აღდგენაზე გადის და ჩვენ ამისკენ მივდივართ მოქმედების კონკრეტული გეგმით, ეტაპობრივად, გათვლილი ნაბიჯებით, და ყოველგვარი გამორჩენის გარეშე, რადგან ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლა კი არ გვინდა, არამედ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების მიცემა საზოგადოებისთვის, და თუ როგორ გამოიყენებს საზოგადოება ამ იარაღს ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, და სწორედ ესაა დემოკრატია.
აქედან გამომდინარე, დღევანდელ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ.
..
მოძრაობა “ამომრჩეველთა კავშირის ” სახელით,
გუჯა ბიძია.
17.11.2019“,-წერს სამოქალაქო აქტივისტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: