სპორტი

საჭადრაკო გუნდი „ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

საჭადრაკო გუნდი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მონტენეგროში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე, “ნონამ” შვიდი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, სამი ყაიმით დაასრულა და კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა.

საქართველოს საჭადრაკო გუნდის ღირსებას ხუთი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი იცავდა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა გუნდურ შეჯიბრში მიღწეული წარმატების პარალელურად, პირად ჩათვლაშიც კარგი შედეგები აჩვენეს. პირველ დაფაზე მეორე შედეგი დააფიქსირა ძაგნიძემ, მეორე დაფაზე მეოთხე იყო ლელა ჯავახიშვილი. მესამე და მეოთხე დაფებზე კი, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა საუკეთესო რეიტინგ პერფორმანსი აჩვენეს.

Facebook Comments