ჩვენს აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს სოცდაუცველებმა, მრავალშვილიანებმა, ვეტერანებმა, პენსიონერებმა, სტუდენტებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა

ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„მედიის საყურადღებოდ: ჩვენს აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს სოციალურად დაუცველებმა, მრავალშვილიანმა დედებმა, ვეტერანებმა, პენსიონერებმა, სტუდენტებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, რასაც უაღესად ვაფასებ, მაგრამ აქციას ჰყავს მხოლოდ ერთი ორგანიზატორი- პატრიოტთა ალიანსი. მკაფიოდ ვწერ: არავინ სხვა არაა არც ორგანიზატორი, არც დამგეგმავი და არც პასუხისმგებელი, ამიტომ (საჭიროების შემთხვევაში) დამირეკეთ პირდაპირ მე- 597 11 99 11 “,-ნათქვამია ირმა ინაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დედაქალაქის ცენტრში ორი აქციაა დაგეგმილი. რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა „სირცხვილია“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მათ სოლიდარობას უცხადებენ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“. რესპუბლიკის მოედანზე აქციას მოგვიანებით „პატრიოტთა ალიანსი“ მართავს.

Facebook Comments
%d bloggers like this: