ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ვაჟა ბიძინაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს

სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ვაჟა ბიძინაშვილი, რომელიც 7 ნოემბერს ოკუპირებული ღდულეთის მიმდებარედ თანასოფლელ ივანე ზაუტაშვილთან ერთად დააკავეს და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს.

„გვაგინებდნენ, წადით აქედანო. ჩვენ ვუთხარით, თქვენ წადით, ეს ჩვენი მიწაა. შემდეგ გვითხრეს, თუ ასეა, გადმოდითო, ვერ მოვითმინეთ და გადავედით. რომ არ გადავსულიყავით, გამოვიდოდა, რომ ვაღიარეთ ე.წ. საზღვარი. ჩხუბი მოგვივიდა და გვცემეს კონდახებით. გადაგვიყვანეს იზოლატორში და 9 ნოემბერს ბატონი ვაჟა მოიყვანეს. ამბობდა, რომ ოკუპირებულ სოფელ მონასტერში დააკავეს. იქ კამერები აყენია და რუსებიც დადიან. გაჭირვებულების დასახმარებლად მიდიოდა. ისინი სთხოვდნენ, ჩვენება შეეცვალა და საზღვარი ეღიარებინა, ბატონი ვაჟა კი უარს ეუბნებოდა, აქაც ჩემი სამშობლოაო. ბოლოს რომ გაიყვანეს, გავიგეთ ოსი მეთაურისგან, რომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ვაჟკაცი პიროვნებაა, ჩვენ გვამხნევებდა და რუსებს სთხოვდა, ექიმი სჭირდებათ და მიხედეთო. თვითონ რა უნდა ექნა, მხოლოდ სველ საფენებს მადებდა. მე-9 დღეს ჩაგვიტარეს სასამართლო, გადავიხადეთ 2000 რუბლი და გაგვათავისუფლეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ის იქ დარჩა და იმედი მაქვს, მალე გამოუშვებენ“, – აცხადებს ვაჟა ბიძინაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: