,,არ წყდება ხალხის ნაკადი რუსთაველის პროსპექტზე! ყველა აქ არის! აქციას უერთდებიან…”-თედო ისაკაძე

,,არ წყდება ხალხის ნაკადი რუსთაველის პროსპექტზე! ყველა აქ არის! აქციას უერთდებიან: სრულიად საქართველოს მოძრაობა „კოლია და რაჟდენ პაპასკირები“, „ბულაჩაურის განვითარების კავშირი“, პრარაბი დურმიშხან ქერდიყოშვილი გორიდან, ინდმეწარმე ონისე ფეიქრიშვილი, მამა პორფირი პოჩეჩნიკოვი მრევლით, სახალხო მგოსანი პარმენ ბიჩკიტია და ბევრი სხვა გავლენიანი პარტია და სახელგანთქმული ადამიანი.

სიტყვებით გამოდიან: პოლიტიკური ორგანიზაცია „მომე მე მამულის“ ლიდერი ქართლოს პოღოსაშვილი, ილიაუნის პროფესორი მადონა ქიშმიშაძე-მენაბდისა (კივილისაგან გულწასული დროზე ადრე ჩამოასვენეს ტრიბუნიდან), ბებია ელეონორა (გვარი ვერ გაიხსენა), ჯემკა ზემოუბნიდან, კიევის მაიდნის ვეტერანი მილვერდი ჯეირანაშვილი, თავისუფალი სტუდენტები ნანუკა, პაპუკა, თათუკა, მაკუკა და გარსევანი. დაადგინეს: „თქვენ წადით, ჩვენ მოვალთ“! „ბებიათქვენისამ“ – ჩაილაპარაკა დურუმ და იქვე ჩამომჯდარ მაწანწალა ძაღლს პოპკორნი უწილადა”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თედო ისაკაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: