ბოროტებს თავისი გზა აქვთ, მატყუარებს- თავისი, ჩვენ კი, აქციები უნდა გავაგრძელოთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

„მადლობა ღმერთს, რომ აქციის დაშლისას არავინ დაშავებულა, არავინაა ნაცემი, მითუმეტეს, არავის დაუკარგავს თვალი და მადლობა ღმერთს, რომ აქციის დაშლა ფაქტობრივად ძალის გამოყენების გარეშე მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ იყო ფრთხილი მოქმედებები. ვიმეორებ: ეს დამამშვიდებელია!
მაგრამ ვინც მართლა დასასჯელია, ის 7 წლის მანძილზე არავის დაუსჯია. არც ახლა და არც მომავალში, ამ მთავარ დასასჯელს “ქართული ოცნება” არ დასჯის. კვლავ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი იქნება.

და ბოლოს, რაც ხდება, ესეც “ქართული ოცნების” ტყუილის ბრალი და შედეგია. ყველა მოატყუა და ჩვენც მოგვატყუა, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ამიტომ ბოროტებს თავისი გზა აქვთ, მატყუარებს- თავისი. ჩვენ კი, ამ ურთულეს ვითარებაში აქციები უნდა გავაგრძელოთ, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ხელისუფლებაც უნდა მიხვდეს, რომ შეასრულოს დაპირება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მიხვდება ამას“,-წერს ირმა ინაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: