ველურ ოჯახში გაზრდილებივით იქცეოდნენ – აქციის მონაწილეები უხუცეს დეპუტატს ხელით შეეხნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები უხუცეს დეპუტატს, რევაზ არველაძეს „ვირთხას“ ძახილით დახვდნენ, ხელით შეეხნენ და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

როგორც მოგვიანებით დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ თბილისში არ იმყოფებოდა, გვიან ჩამოვიდა, დილით კი, სამსახურში კაკნონპორიექტის განსახილველად მივიდა.

„ფიზიკურად შემეხნენ. მიუხედავად ჩემი აასაკისა, ერთ-ორს გავუსწორდებოდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ. მთლად დალაგებული არ არის ეს ხალხი. გამომეკიდნენ. ველურ ოჯახში გაზრდილებივით იქცეოდნენ“,-აცხადებს დეპუტატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა უჩივლოს მოძალადეებს, არველაძემ განაცხადა, რომ გამწვავებას არ აპირებს.

„ რა, ვუჩივლო? ვის უნდა ვუჩივლო? არა… არ ვაპირებ კიდევ უფრო გამწვავებას“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: