მათთვის, ვისაც ნინო ბურჯანაძე მართლა პოლიტიკოსი ჰგონია, მცირე ფაქტს მოვიყვან ჩემი ცხოვრებიდან

ამ სტატუსით მინდა მივმართო იმ ჩემს მეგობრებს, ვისაც ნინო ბურჯანაძე მართლა პოლიტიკოსი გონია,- ასე ეხმაურება როსტომ ჯუღელი ბოლო დღეებში, ოპოზიციის გაერთიანებულ პროტესტს.

როსტომ ჯუღელს თავისი ცხოვრებიდან ერთი ფაქტი მოყავს.

„2003 წლის ბოლოდან, როცა გლდანის ეკლესია შტურმით აიღეს და მრევლი უსასტიკესად დაარბიეს, იმ დღიდან, მთელი ოჯახი, მიშას, ბოკერიას და მათი გუნდის დაუძინებელი მტრები გავხდით. არ დავკლებივართ ამ დღიდან, თითქმის არცერთ მათ წინააღმდეგ გამართულ აქციას თუ შეკრებას.

2011 წლის 26 მაისის მოვლენებამდე ორი დღით ადრე, ჩვენთან მოვიდა ჩვენი უფროსი მეგობარი, ნოდარ ცხადაძე, ეს ის ადამიანია, რომელიც 2011 წლის 26 მაის, უსასტიკესი წამებით ამოხადეს სული მიტინგზე და რომლის მკვლელობაც პირველივე დღეს თვით ნაციონალებმა გამოაცხადეს, ვერ დამალეს. მან გვთხოვა, მე და ჩემს ძმას გვერდით დგომა.

ჩვენ მას ვუთხარით, რომ არ ვენდობოდით ნინო ბურჯანაძეს და ვფიქრობდით, რომ ის აქცია ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის შეთანხმებული იყო, რათა გაეხადათ ხალხის სანიმუშოდ დასჯის მაგალითი, ჩაეკლათ საპროტესტო მუხტი, მასაც ვთხოვეთ, რომ ნუ წავიდოდა ამ აქციაზე, სამწუხაროდ მან არ დაგვიჯერა, ის მოკლეს.


ის რაც ჩვენ ვარაუდები გვქონდა მაშინ, დადასტურდა ამჟამად ბურჯანაძის შეერთებით უგულავასა და ბოკერიას სატანისტურ ერთობასთან. ჩემო მეგობრებო, არც ის გეგონოთ, რომ ბურჯანაძეს რაიმეს დალაგება შეუძლია რუსეთთან. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ის არის ჩვეულებრივი აგენტი, რომელსაც რუსეთში შეხვდნენ, მაგრამ არაფრად ჩააგდეს, იმიტომ, რომ მათ სპეცსამსახურებს ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა და მათნაირი ცალტვინები ვერაფერს გამოაპარებდნენ. მათი ამ ყველაფრის მიზანი, ეგრეთწოდებული, პრორუსულად განწყობილი ხალხის გადაბირება, გამობოთავება და მართვაა.

არ დაუჯეროთ ბურჯანაძეს და გაემიჯნეთ მას მეგობრებო, ის სისხლისმსმელი მიშას აგენტია. მას და მის ოჯახს, ხალხის ნაოფლარით, თავის კეთილდღეობის აწყობის გარდა, არასდროს არაფერზე უზრუნია. მარტო ის რად ღირს, როცა წინა საუკუნის 90 იანი წლების გაჭირვებისას, ნინოს ოჯახი პურით მდიდრდებოდა, მაშინ როცა ჩვენ მხოლოდ პურს ვჭამდით და გვშიოდა“,-წერს როსტო ჯუღელი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: