საზოგადოება

მოქალაქეებს აქციის დატოვება თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეუძლიათ

მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე აქციის დატოვება სურთ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეუძლიათ გადაადგილდნენ. “ქრონიკის” ჟურნალისტის ინფორმაციით, თავისუფლების მოედნისკენ გზა თავისუფალია. 

ამ დროისთვის პარლამენტთან 25-მდე კარავია გაშლილი.

პარლამენტის შესასვლელებთან კი სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრა და დაშლა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.

სამანქანა გზის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მიეცათ რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც. 

Facebook Comments