ნუ დატოვებთ საქართველოს ამ ერთი მუჭა აღგზნებული ადამიანების ამარად…

,,მინდა მივმართო ხელისუფლების თითოეულ წევრსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, ვის ხელშიცაა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება: იმედია, ბატონი შევარდნაძის მაგალითს არ მიბაძავთ და არ წახვალთ სახლში, რადგან თქვენი სახლში წასვლით საქართველოს უდიდესი უმრავლესობა დავრჩებით სახლების და ღირსების გარეშე!!! ბატონებო, გთხოვთ დაიცვათ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის კონსტიტუციური უფლებები და მოთხოვნა და სასწრაფოდ აღკვეთოთ საქართველოს უმცირესობის და საქართველოს ყველაზე დიდი მტრების – ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთჯერადი სატელიტების არაკონსტიტუციური ქმედებები…

ნუ დატოვებთ საქართველოს ამ ერთი მუჭა აღგზნებული ადამიანების ამარად… იმისთვის არ გვიბრძოლია მიშას რეჟიმის წინააღმდეგ, რომ კვლავ მათ სახეებს ვუყუროთ და მათ მუქარებს ვუსმინოთ საქართველოს არანაკლები მტრების – მიშას ინტერესებზე მომუშავე ტელევიზიების ეკრანებიდან… მოვითხოვ, სასწრაფოდ დააკავოთ ქალაქის თუ სახელმწიფო ბიუჯეტის ის ქურდები და რუსეთის ფარული და აშკარა აგენტები, რომლებიც დღეს რუსთაველის პროსპექტიდან “გვმოძღვრავენ”, თანაც უტიფრად… თუმცა, ისინი ხომ თქვენივე მოგონილი “კოაბიტაციის” და თქვენივე დიდი მოწადინებისა და მეცადინეობის შედეგად დადიან გარეთ, ნაცვლად იმისა, რომ ციხეში ისხდნენ და ინანიებდნენ საქართველოს და მისი მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს… ნუთუ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ერთ მუჭა არსებებს უნდა გადააყოლოთ საქართველო? ნუთუ არ გრცხვენიათ იმ ხალხის, ვინც მიშას რეჟიმის პირობებში საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლე?!

ისეთი პასიურობა, როგორსაც თქვენ იჩენთ, კარგს არაფერს უქადის საქართველოს და მის მომავალს… დროზე იმოქმედედ!!!… ნუ უსმენთ უცხოელ “მრჩევლებს”, რომლებიც დიდი ხანია მიშას კასრში და ჯიბეში სხედან… იცოდეთ, ისინი ნაციონალებთან ერთად, ხოლო ნაციონალები კი მათ იმედად ემზადებიან ნახტომისა და რევანშისთვის!!! თუ თქვენ ვერ შეძლებთ ნაციონალების თარეშის აღკვეთას, მაშინ ისევ ჩვენ, საქართველოს უდიდესი ნაწილი გამოვალთ თავის დასაცავად და ნაციონალებს და მათ მხარდამჭერებს სათითაოდ ჩავთხრით იმ კასრებში, რომლებიც მათი ლიდერის – მიშა სააკაშვილის რეჟიმის სიმბოლოა… იმოქმედედ!!! –წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა ფირცხალავა

Facebook Comments
%d bloggers like this: