ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ელჩებთან შეხვედრა სამი დღის წინ დაიგეგმა.

„მე დღეს მათ ხელისუფლების მაგივრად მოვუხდი ბოდიშს იმის გამო, რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა აკადრა“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

ცოტა ხნის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, გაათავისუფლა. შესასვლელებთან ახლა სპეცრაზმი დგას და ტერიტორიას აკონტროლებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: