კრიმინალი

პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

პარლამენტის შესასვლელებთან  სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა და დაშლა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს. მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძემ და სხვებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ კანონით იმოქმედონ. მათი თქმით, პოლიციამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. 

Facebook Comments