პოლიტიკოსებმა ღამე პარლამენტთან გაატარეს

პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებმა და მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს.

გამთენიისას, „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფოტო გამოაქვეყნა.

„არც გვეძინება და არც არაფერი“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე სიმშვიდე იყო. ადგილი ჰქონდა რამდენიმე მცირე ინციდენტს, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე აღკვეთეს.

პარლამენტის შენობის ყველა მხარეს კარვებია გაშლილი და კასრებში ცეცხლი ანთია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ იქამდე, ვიდრე პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: