„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის განხილვას აღარ აპირებს

“ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რამე ახალი ინიციატივის განხილვას”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძემ პარტიის განცხადება მედიას გააცნო. მმართველი პარტიის განმარტებით, არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით.

“ცხადია, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია. 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით  ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში.

არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს”, – განაცხადა კახა კალაძემ პარტიის სახელით. 

Facebook Comments
%d bloggers like this: