“ბედნიერება წვრილმანებშია” და მას შემთხვევით გადავაწყდი-ფატი ბოკელავაძე

,,ამ სურათს ასე ჰქვია:
“ბედნიერება წვრილმანებშია” და მას შემთხვევით გადავაწყდი.
ძალიან შთამბეჭდავი და მართლაც ბედნიერებით სავსე ფოტოა, გვერდი ვერ ავუარე.
დამეთანხმებით ალბათ, ბედნიერება მართლაც, რომ წვრილმანებშია, შენშია, ჩემშია, მასშია..
ნუ დავიწყებთ ბედნიერების ძებნას სხვაგან, ან რატომ ველოდებით მას, როცა იგი თავად ჩვენშია..
ბედნიერება არ არის სიმდიდრე, ფუფუნება, ოქრო, ვერცხლი..
შეიძლება ერთმა ლამაზად ნათქვამმა სიტყვამაც უდიდესი ბედნიერება განგაცდევინოს, ერთი უმნიშვნელო საჩუქარი შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს და მანაც დიდი ბედნიერება გარგუნოთ, თუნდაც მარტო ის რად ღირს, როცა შეგწევს იმის უნარი, რომ დაეხმარო გაჭირვებულს, ავადმყოფს, მოხუცს..
ღიმილი აჩუქო უამრავ ადამიანს, მოიკითხო ხშირად ახლობლები, მეგობრები, სიკეთე უსურვო და უფლის წყალობა. ეს ელემენტარულია, რისი გაკეთებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. იმიტომ, რომ ღმერთმა გვიბოძა ამის უნარი. ჩვენ სხვისი გაბედნიერებით ხომ საკუთარ თავსაც ვაბედნიერებთ და ამას ხშირად ვერც ვხვდებით.
ნუ დაუწყებთ ბედნიერებას სხვაგან ძებნას..
ბედნიერება ჩვენშია და წვრილმანებშია. მხოლოდ დანახვა სჭირდება მას”

ფატი ბოკელავაძის ფბ გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: