ბოლო მონაცემები – პარლამენტთან აქციაზე 37 პირი დააკავეს

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 37 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

რაც პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: