გიორგი თორელი (გელაშვილი) – პირველი ქართველი, ვინც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა…

,,ფერეიდანშაჰრი დიდი ქართული დასახლებაა, სადაც მცირე რაოდენობით ირანელები, იეზიდები, სომხები… ცხოვრობენ. თითქმის ყველა ოჯახს 7-8 შვილი ჰყავს. ორი ან სამი იქ არ არსებობს…

თეირანი, ისპაჰანი, ფერეიდანი, თავრიზი, შირაზი… – ამ ქალაქებში ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ ქართული ენა მხოლოდ ფერეიდანში შეინარჩუნეს.

თბილად გიყურებენ, გურჯს გეძახიან. ყველა ქუჩას ქართული წარწერა აქვს. მანქანებს „საქართველო“, ან „სამშობლო“ აწერიათ, ზოგსაც – „საქართველო, მიყვარხარ“, „დედაენის დამვიწყებელს დამმარხველი არ ჰყავს“…

ქართულ წარწერებს ფოტოებს ვუღებდი. შემხვდა მაღაზია, დიდი ბანერით და კახა კალაძის სურათი. „მილანში“ რომ თამაშობდა, ეს ამდენი ქართველი კალაძეს გულშემატკივრობდა.

ზოგს ჩოხა არც ენახა და პირველად ხედავდა. უხაროდათ. 400 წელი იქ არიან და დედა არ შეუგინებიათ ერთმანეთისთვის. იქ არ ყოფილა, რომ ქართველი ქართველს მოეკლას. ისე არიან ერთ ოჯახად შეკრული, ქართველს რომ ვინმემ რამე დაუშავოს, იქვე მოკლავენ, არ გაახარებენ…

ერთი სუსტი კაცი მოვიდა, გამეცნო და მკითხა: წიგნი ჩამომიტანეო? რა წიგნი გინდა-მეთქი და „დედა ენა“ მინდა ძალიანო. ქართული ვიცი, მაგრამ „დედა ენაც“ მინდაო. კი ჩავიტანე წიგნები, მაგრამ ბევრს უნდოდა და ყველას ვერ გასწვდა”-წერს ფეიბუქმომხმარებელი ლევან თავდიშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: