პოლიტიკა

რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია და არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის.

“რაც შეეხება რომან გოცირიძეს, ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის. როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

მისი თქმით, მომავალ კვირას პლენარული სხდომა ჩატარდება და კონკრეტულ საკითხებსაც განიხილავენ. 

„პარლამენტმა მუშაობა განაახლა. ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული, პარლამენტი ამაზე აგრძელებს მუშაობას და აუცილებლად იქნება მიღებული, მათ შორის არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს აინტერესებს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია ხელფასების მნიშვნელოვანი მატება პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის, არის ასევე გათვალისწინებული პენსიების ზრდა”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

ცნობისთვის, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პლენარული სხდომის დარბაზსს ბოქლომი დაადო. 

Facebook Comments