„სასიკვდილოდ გამიმეტეს, ისე მცემეს, დღესაც წამლები მჭირდება“ (ვიდეო)

2011 წლის 26 მაისის ღამეს სააკაშვილის ხელისუფლებამ დედაქალაქის მთავარ მოედანზე მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, სპეციალური დანიშნულების რაზმის ალყაში მოაქცია და გამოხატვის თავისუფლებისთვის დასაჯა. 250 მომიტინგე სცემეს, აწამეს და გაიტაცეს, ემსხვერპლა 4 ადამიანი.

26 მაისის ღამეს იხსენებს ადამიანი, რომელიც დარბევის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოში ჩანს და რომლითაც ის მთელმა საქართველომ გაიცნო:

“სასიკვდილოდ გამიმეტეს. 67 წლის კაცი ვიყავი, ისე მაგრად მცემეს, ისეთი დაზიანებები მომაყენეს, დღესაც წამლები მჭირდება… ალყაში მოგვაქციეს, ხელები შეგვიკრეს და დამაგდეს ქუჩაში, ასეთი რამ მას შემდეგ არ მომხდარა და ღმერთმა ნუ მოხდინოს ჩვენს ქვეყანაში. 

თავისუფლებას ვიცავთ, რომ ჩვენი შვილები იყვნენ თავისუფლად საქართველოში. არ იყოს ომი, ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, იცხოვრონ გემრიელად და კარგად, როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები”

Facebook Comments
%d bloggers like this: