ტუალეტების მსოფლიო ორგანიზაცია სამიტის გამართვას რუსეთში გეგმავს

ტუალეტების მსოფლიო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ტუალეტების სამიტს რუსეთში ჩაატარებს,-ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ჯეკ სიმმა განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ 2006 წელს მოსკოვში ერთხელ უკვე ჩატარდა ორგანიზაციის შეკრება. 

„მოუთმენლად ველი რუსეთში ჩასვლას, რათა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ამ მნიშვნელოვან საქმეზე ვიმუშაო“,-აცხადებს სიმი.

სააგენტოს ცნობით, მიუხედავად სასაცილო სახელწოდებისა, ტუალეტების მსოფლიო ორგანიზაცია ისეთ სერიოზულ საკითხებზე მუშაობს, როგორიცაა ცუდი სანიტარული მდგომარეობით გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლა. წელს, მორიგი სამიტი ბრაზილიაში გაიმართება და ამაზონის დაბინძურებასა და მასთან დაკავშირებულ ტბებსა და სანაპიროებს შეეხება. 

ტუალეტების მსოფლიო ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა. დღეს მსოფლიოში 19 ტუალეტის ასოციაცია მოქმედებს, მათ შორის ერთი – – რუსეთში. ორგანიზაციის დაარსების თარიღი, 19 ნოემბერი ემთხვევა ტუალეტის საერთაშორისო დღეს, რომელიც გაერომ დაამტკიცა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: