IRI-მ ქართველი პოლიტიკოსების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც კახი კალაძე არ ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს.

რეიტინგის სათავეშია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე: მას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 57%, უარყოფითად – 36%, არ იცის – 7%-მა.

მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე: დადებითი – 49%, უარყოფითი – 42%, არ მსმენია – 1%, არ ვიცი – 7%.

მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს: დადებითი – 47%, უარყოფითი – 41%, არ მსმენია – 2%, არ ვიცი – 10%.

მეოთხე პოზიციაზეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე: დადებითი – 41%, უარყოფითი – 50%, არ მსმენია – 1%, არ ვიცი – 8%.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მეექვსე ადგილზეა: დადებითი – 39%, უარყოფითი – 49%, არ მსმენია – 2%, არ ვიცი – 10%.

შემდეგ მოდიან შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია და ირაკლი ღარიბაშვილი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე რეიტინგში მე-11 ადგილზეა: დადებითი – 32%, უარყოფითი – 57%, არ ვიცი – 10%.

საქართველოს პრეზიდენტი სიაში მეჩვიდმეტეა: დადებითი – 23%, უარყოფითი – 70%, არ ვიცი – 7%.

სალომე ზურაბიშვილი დადებითი რეიტინგით მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძეს და კახა შარტავას უსწრებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. 2012 წლამდეც და შემდეგაც ყველა კვლევა რეალობასთან აცდენილი იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ ამბობს, ოპოზიციას თუ მმართველ გუნდზე მეტი რეიტინგი აქვს, სანერვიულო არაფერი ჰქონია.

„მე არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია “ქართული ოცნების” მიმართ და პირადად ჩემს მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ასეთი პროექტების განხორციელების დროს მოსახლეობას, ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს, რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმებს, თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად პროპორციულ სისტემას, მერი ამბობს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შესაძლოა, არც იცოდეს, რა სისტემაზეა საუბარი და რით განსხვავდება ის არსებული, შერეული სისტემისგან.

„თეორიულად ავიღოთ, რომ სწორია ეს კვლევა, რატომ ნერვიულობენ მაშინ? რა აქვთ სანერვიულო? თუ მთლიან ოპოზიციას პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოზე” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო? მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოსახლეობისთვის არის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. თვითონ საარჩევნო სისტემებს რაც შეეხება, რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, ძალიან ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს დეტალურად რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის. შეიძლება, არც უნდა იცოდეს, მათთვის არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც უნდა იქნეს მოგვარებული და რომელსაც ვაკეთებთ. არ ვეთანხმებით ოპოზიციას, თუ მათ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვთ, პრობლემა არ ჰქონიათ, ჩატარდება არჩევნები და მოიგებენ”- აცხადებს კალაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: