ხელოვნება და კულტურა

ლაშა ბუღაძე რობერტ სტურუას: გაუნათლებელო, გამყიდველო, მართლაც წითელო ინტელიგენციავ!

“უაღრესად სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელმაც პირადად მე თეატრი თავისი სპექტაკლებით შემაყვარა, ასე დეგრადირდა. ეს არის სიმახინჯე, თქვენი სირცხვილი, ღალატი და ეს არის წაქეზება საქართველოზე თქვენი პუტინის, კაკებეშნიკების და ისედაც სახიფათო პროპაგანდისტების.,- ამის შესახებ ,- მწერალმა ლაშა ბუღაძემ “რუსთავი 2″–ის ეთერში რეჟისორ რობერტ სტურუაზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ ეხლა კრემლის საქმე გააკეთეთ ღიად. არ მინდა, გავიმეორო ბევრი რამ, რაც 90–იანი წლებიდან გვესმოდა ფარულ ამბებზე და გევჩვენებოდა ზღაპრად, როგორც ჩანს, ახლა ყველამ ნიღაბი ჩამოიხსნა. რუსთაველის თეატრო, უპასუხეთ თქვენს სამხატვრო ხელმძღვანელს. ეს ის რობერტ სტურუა აღარ არის, რომელიც ჩვენ გვიყვარდა, მართლაც გენიოსი ოდესღაც…რა ტერმინს იყენებთ, არ იცით “ნაციზმი” რა არის? გაუნათლებელო, გამყიდველო, მართლაც წითელო ინტელიგენციავ! მართლაც, ორჯონიკიძის და ვანო სტურუების, ბოლშევიკების მენტალიტეტით გამოზრდილო არამზადებო! გინდათ, ჩააბაროთ და დაიცალოს ეს ქვეყანა, ან გაწყდეს. ამ კოშმარის ფონზე კიდევ ეს უნდა თქვენგან? ცეცხლზე ნავთის დასხმა? ყოჩაღ! ანუ საქართველო ივანიშვილი და გახარიაა და არა ეს ახალგაზრდები? თქვენთვის არის, ვინც ფულს გიხდით, პირღიები რომ უყურებთ შოშიებივით. რით ვერ გაძეხით!”-ამბობს მწერალი.

ცნობისთვის: რეჟისორმა რობერტ სტურუამ თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:  “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”

Facebook Comments