ოკუპაციას რომ აპროტესტებთ ხოლმე ჩახდილები და ეხლა რუსთაველზე უსტვენთ, აღარ გტკივათ ოკუპაცია და გატაცებული ადამიანი თუ არ გცალიათ?

Nusagi

ცნობილი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ ცხინვალშია გატაცებული და გაურკვეველია მისი ბედი, ხოლო შუაგულ თბილისში კენჭისყრას და მის შედეგებს ისეთი პროტესტი მოყვა, ლამის დაკლან ერთმანეთი.

აი ახლა მოდით და, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი – ამათ მარტო პარლამენტი და სათავისოდ მოწყობილი რბილი სავარძლები აწუხებთ, თორემ რუსთაველი ახლა კენჭისყრის შედეგების კი არა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების გამო უნდა იყოს გადაკეტილ- გადარაზული.

გულსატკენია ეს ყველაფერი და მძიმე საყურებელი – ღმერთმა მშვიდობით დაუბრუნოს ოჯახს ეს ძვირფასი ადამიანი და თქვენ კი ოკუპაციას რომ აპროტესტებთ ხოლმე ჩახდილები, და წაკუზულები და ეხლა რუსთაველზე უსტვენთ მავანთა დირიჟორობით ახლა აღარ გტკივათ ოკუპაცია და გატაცებული ადამიანი თუ არ გცალიათ? დაგტოვეს ხახამშრალი და წყალსაც წაუღია ეს ქვეყანა ხო? როდის უნდა ვისწავლოთ ქართველებმა სოლიდარობა ანგარების გარეშე?” – წერს პორტალ ”დედაქალაქის” დამფუძნებელი, ნინული ქავთარაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: