პატრიარქმა დალოცა ბიძინა ივანიშვილი, როგორც სამების ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული შემომწირველი

სამების ტაძრის მშენებლობაში მთელი საქართველო მონაწილეობდა, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველები, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ანდრიაძე, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა. წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

Facebook Comments

ახალი დადებული