კულინარია პოლიტიკა

სალობიეს მზარეული, რომელიც პრეზიდენტს დაუპირისპირდა, Кухня ТВ-ს ვარსკვლავია?

სალობიე „ბიას“ მზარეული და მფლობელი გიორგი იოსავა, რომელიც გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა, რუსული ტელეარხის, «Кухня ТВ»-ს ვარსკვლავია – ამის შესახებ სოციალური ქსელი მომხმარებლები აცხადებენ და პორტალ www.kuhnyatv.ru -ს ლინკს ავრცელებენ.

როგორც სტატიაში წერია, გიორგი იოსავა რუსული არხის მაყურებლებს ქართული კერძების მომზადებას ასწავლის.

შეგახსენებთ, გუშინ მომიტინგეებისთვის ცნობილი გახდა, რომ მახლობელ სალობიეში პრეზიდენტი ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი აიძულეს, სალობიე დაეტოვებინა და შეძახილებით გააცილეს.

„ჩემ სალობიე “ბია”ს ესტუმრა სალომე “ბუა”, მაინცდამაინც დღეს მოვიდა, როცა ამხელა აქცია იყო. დაახლოებით ერთ კილომეტრში ათასობით ადამიანი აქციაზე იმყოფება. ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. ფეისკონტროლი. ჩვენი ერთადერთი ფეისკონტროლი სტიკერია, რომელსაც „რუსეთი ოკუპანტია“ აწერია“,-აცხადებს მზარეული.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni