მედიცინა

სასარგებლოა თუ არა ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანა, თუ იქ თოვლი არ არის – ექიმ-კურორტოლოგის რჩევები

ზამთარში მშობელთა ნაწილს ბავშვები ზამთრის კურორტებზე მიჰყავთ იმ მიზეზით, რომ თოვლიანი გარემო იმუნიტეტის ამაღლებს ხელს შეუწყობს. სწორია თუ არა მსგავსი მიდგომა, სად უმჯობესია ბავშვის წაყვანა ზამთარში და რა უნდა გაითვალისწინონ იმ მშობლებმა, რომლებსაც ქალაქიდან ვერ გაჰყავთ ბავშვები, მედიცინის აკადამიური დოქტორი, ექიმი-კურორტოლოგი, თერაპევტი, მანანა ტაბიძე გვესაუბრება:

– სადაც იქნება სუფთა ჰაერი და თოვლი, ყველგან კარგია ბავშვის წაყვანა. დიდი სხვაობა არ არის, მაგალითად ბაკურიანში წაიყვანთ თუ სხვაგან, მთის ფიზიოლოგიური მოქმედება ბავშვის ორგანიზმზეერთი და იგივეა. სწორედ ეს პირობები უწყობს მისი იმუნიტეტის ზრდას ხელს და დაცულია სვხადასხვა ინფექციისაგან. კურორტი ყველასთვის საჭიროა, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. დასვენება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი პირობაა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მისმა ორგანიზმმა ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვისგან დაისვენოს. სასიცოცხლო ძალების აღდგენისთვის მნიშვნელოვანია. ყველა სოფელი, სადაც სუფთა წყალია, ჰაერი, მდინარე, მინერალური წყალი ან წყაროების, თავისთავად კურორტად შეიძლება ჩაითვალოს.
მთის კურორტები აუცილებელია ბავშვთა მკურნალობისთვის. ზღვის და მთის კურორტებს სულ სხვადასხვა მოქმედება აქვს ადამიანის ორგანიზმზე. მთის კურორტებისთვის, ძირითადად, დამახასიათებელია სუფთა ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ჟანგბადის პარციალური წნევის მაღალი მაჩვენებლები, რაც მოქმედებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აძლიერებს სისხლბადი ორგანოების ფუნქციას. ძლიერდება ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება, რაც ორგანიზმის იმუნიტეტისგაძლიერებას იწვევს. ამიტომაც ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც მთის კურორტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– რომელი ასაკიდან შეიძება წაიყვანონ ბავშვები ზამთრის კურორტებზე?

– პირობებს გააჩნია. რა თქმა უნდა, ერთ წლამდე ბავშვის გაყვანა ცოტა საპრობლემოა, თუმცა გააჩნია საყოფაცხოვრებო პირობებს. მნიშვნელობა აქვს, როგორ მოუვლის დედა შვილს და იქნება თუ არა ის დაცული სიცივისაგან.

– როდისაა უმჯობესი ზამთრის კურორტზე ბავშვის წაყვანა?

– ზამთარში, როდესაც თოვლია, მაშინ უნდა წაიყვანოთ ბავშვი კურორტზე. შეიძლება არ იყოს თოვლი, მაგრამ სუფთა ჰაერზე მაინც აუცილებლად უნდა გიყვანოთ.

– როგორ უნდა მოიქცნენ ის მშობლები, რომელთაც ბავშვები ვერ გაჰყავთ ზამთარში დასასვენებლად?

– უნდა გაიყვანონ ქალაქის პირობებში. ეს იქნება პარკები, ბაღები თუ სხვა. შესაძლებელია გაიყვანონ ქალაქგარეთ. შესაბამისად ჩაცმული ბავშვის გარეთ გაყვანა ზამთარში, სუფთა ჰაერზე აუცილებელია, ეს იქნება ქალაქში თუ გალაქ გარეთ. იმ შემთხვევაში თუ ქარბუქი და ძალიან დაბალი ტემოპერატურა, მაშინ შეიძლება შევზღუდოთ, სხვა შემთხვევაში, რაც მეტ ხანს იქნება ბავშვი სუფთა ჰაერზე, უკეთესია.

წყარო:mshoblebi.

Facebook Comments