სპორტი

ახალციხელი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს

ახალციხელი მოკრივე იტალიაში ბრძოლას 20 დეკემბერს გამართავს. იგი UBC (Union Boxing Championships) ვერსიის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„კრივში არის სხვადასხვა ვერსია და ყველას თავისი მსოფლიო ჩემპიონის ქამარი აქვს. ერთ-ერთი არის UBC და მე მსოფლიო ჩემიონის ქამრისთვის ვიბრძოლებ. გამარჯვების შემთხვევაში UBC-ის მსოფლიო ჩემპიონი გავხდები“, – ამბობს ხვიჩა გიგოლაშვილი.

24 წლის ახალციხელ სპორტსმენს უკვე მოგებული აქვს ლონდონში სარეიტინგო ქულები. მან სექტემბერში ინგლისის ქამრის მფლობელი დაამარცხა: „ამ ვერსიაში არასდროს მიბრძოლია. ლონდონში გამარჯვების შემდეგ, მომეცა უფლება მებრძოლა ქამარზე და ამისათვის კრივის ფედერაციას უნდა ვუმადლოდე“.

ხვიჩა გიგოლაშვილი წლებია კრივში ახალციხეში ვარჯიშობს. 

Facebook Comments