ნიკა გვარამია ქვეყანას ტოვებს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე ინფორმაციით, განცხადებას საღამოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გააკეთებს.

„მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”. ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო დააპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, “პოსტ ფაქტუმის” შემდეგ“,- წერს გვარამია.

Facebook Comments

ახალი დადებული