საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თეონა ნაცვალაძეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში მცირეწლოვანი შვილის სურათები აუტვირთეს, რასაც თეონა ნაცვალაძე ბულინგად მიიჩნევს. თეონა ნაცვალაძეს სხვა ემიგრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს:
“ემიგრანტებო, დავიცვათ ჩვენი არასრულწლოვანი შვილები და შვილიშვილები ნაცების ბულინგისაგან. მთავრობა, თუ ვერ დაიცავს ჩვენი შვილების უფლებებს და პასუხს არ აგებინებს იმ ადამიანებს ვინც შვილების სიცოცხლით მოსპობით და სხვადასხვა შეურაცხოფილი სიტყვებით გვემუქრებიან, ჩვენი შვილების ფოტოებს იპარავენ და აბულინგებენ მაშინ იძულებულები ვართ ჩვენ ემიგრანტებმა ვიმოქმედოთ. ჩემი მხადაჭერა თეონა ნაცვალაძეს და პატარა, სიცოცხლით სავსე ნიკოლოზს!” – წერს ემიგრანტი ნათია ძირკველიშვილი.
წყარო: emigrantebi.org
Facebook Comments