პოსტები სოციალური ქსელიდან

„მინდა იცოდეთ, რა მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისთან რეალურად“

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციის დროს მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„მარტივად და გასაგებად მინდა იცოდეთ რა მოხდა რეალურად.

ხოშტარიას “სირცხვილიამ”, მიშას “შეცვალემ” და ნათელაშვილის “გაბედემ” იცოდნენ, რომ “ქართულ ოცნებას” ჰოქნდა რეგიონალური ახალგაზრდული ორგანიზაციების მობილიზაცია, ვინაიდან იყო თბილისში კონცერტი, ვინაიდან ჩვენ გავხდით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ვინაიდან ეს აღსანიშნავი ამბავია.

ხოდა ამ მარგინალებმა სპეციალურად დღევანდელ დღეს მოაწყეს აქცია “ოცნების” სათაო ოფისთან, რომელიც ბუნებრივია, ჩვენი ახალგაზრდების შეკრების ადგილიც იყო.

ეს იყო დესტრუქციული და ავაზაკი ძალების მხრიდან კარგად დაგეგმილი მორიგი აფიორა.

ყველა ის ახალგაზრდა, რომელმაც საკადრისი პასუხი გასცა ამ იაფასიანი შოუს დამდგმელებს, იმსახურებს პატივისცემას და მხოლოდ პატივისცემას“ – წერს შაკო კუჭაშვილი.

Facebook Comments