კრიმინალი

სიღნაღში სიძემ სიმამრი მოკლა და მიიმალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა.

61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. სწორედ ამის გამო, ქმარი მას დაემუქრა, რომ მამას მოუკლავდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. საქმე 108- ე მუხლით აღიძრა. მამაკაცი ამ დროისთვის მიმალვაშია.

წყარო: პრაიმტაიმი

Facebook Comments