პოსტები სოციალური ქსელიდან

ვცდილობ როგორმე მთავრობას მივაწვდინო ხმა-ბელა კვანტალიანი

,, ჩემი მეუღლე რომელიც მთვარი მშენებელ-ინჟინერია, ადამინი რომლის კომპანიამ უანგაროდ შეასრულა სამების ეკლესიის მიწის სამუშაოები, ზურაბ ჟვანიამ გადასცა სიგელი მთავრობის სახლის მეხუთე სართულის გარემონტებისთვის, დღემდე სამართალს ეძებს. მის მიერ შეძენილ ორ ოთახიან ბინაში დღეს ნაც. მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის ბიძაშვილი ნანა ვაშაძე ცხოვრობს, რომელიც იყო ჩვენი “ვაი” მეზობელი მეორე სართულიდან. ეს ის ბინაა, რომელმაც ჩემი მეუღლის ჯამრთელობა შეეწირა და დღეს ის მძიმე მდგომარეობაშია. ნანა ვაშაძემ საჯარო რეესტრში გააყალბა საბუთები, მაშინ როცა გიორგი ვაშაძე მართავდა საჯარო რეესტრს. დღემდე მიმდინარეობს ორი სიხლის სამართლის საქმე, რომელშიც გიორგი მელაძე დაზარალებულად არიც ცნობილი. საქმეები 2005 წლიდან მიმდინარეობს და მიზანმიმართულად არ ხდება გამოძიება. ნანა ვაშაძე მუშაობს ნარკომანიისა და პრევენციის ცენტრში (ქავთარაძის 21), იგი გახლავთ ლოგოპედი. ჩვენი ბინა აქცია ფულის კეთების წყაროდ, სახლში იღებს პაციენტებს.

ჩემო მეგობრებო თქვენი დახმარებით ვცდილობ როგორმე მთავრობას მივაწვდინო ხმა, რადგან საჯარო სამსახურებში ჩაბუდებული ნაცების გამო არ მიდის განცხადებები დანიშნულებსამებრ.

P.S. აღნიშნული საქმეები არის ერთი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და იძიებს გამომძიებელი ნიკოლოზ ნოზაძე და მეორე საქმე ისევ დაუბრუნეს ძველი თბილისის პროკურატურას და იძიებს ია ყიფიანი. ორივე საქმე ეხება ერთი და იმავე საქმეს, კერძოდ საჯარო რეესტრში საბუთების გაყალბებას.
თ ხ ო ვ ნ ა ა პ ო ს ტ ი გ ა ა ზ ი ა რ ო თ “-წერს ფეისბუქმომხმარებელი ბელა კვანტალიანი

Facebook Comments