„ვსო, საბოლოოდ დავრწმუნდი – გუბაზა ბიძინას შეგზავნილია ოპოზიციაში“

ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გუბაზს მოვკარი თვალი, აქუს ნალიაში იჯდა, კიპლინგის შერხანივით ღმუოდა და თავად ნალიის მეპატრონე ფეხებში ტურასავით შეწკმუტუნებდა. გუბაზი პოლიციელებს ამუნათებდა – ვის ემსახურებით, თქვე ბიძინას მონებოო, ღაღადებდა და სიტყვები მეცნო, – ბიძინაა თქვენი სამშობლოო? გამახსენდა, ზუსტად ასეთივე სიტყვებს ქადაგებდა იგი 2012 წელსაც (ვიდეოც დევს იუთუბზე), ზურგზეხელებშემოწყობილი და თავზე ორი ზომით პატარა, ნაქსოვქუდჩამოფხატული. ოღონდ იქ ბიძინას ნაცვლად სააკაშვილს, ახსენებდა. განსხვავება ისაა, რომ მაშინდელ მონებს მიშას ტრ…ში გაგზავნით ემუქრებოდა, გუშინ კი ბიზინას ტრ…ი არ უხსენებია. მაგის მამულიშვილობას ვენაცვალე, გულმა არ გაუშვა, დაზოგა მაინც.

ვსო, საბოლოოდ დავრწმუნდი, – გუბაზა ბიძინას შეგზავნილია ოპოზიციაში. თუ კარგად გაირჯება, სამაგისო მილიონი ცალკე აქვს ამოდებული სტაფილოს წვნით სავსე ჭიქის ქვეშ . სუ ტკიცინა ასდოლარიანებია…“ – წერს ზურაბ დათუაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული