აშშ-ში, კედელზე სკოჩით მიმაგრებული ბანანი 120 ათას დოლარად გაიყიდა

მხატვარმა მაურიციო კატელანმა ინსტალაცია „კომიკის“ ორი ნაწილი გაყიდა – კედელზე მიწებებული, სუპერმარკეტში ნაყიდი ბანანები. მათგან ორი, თითო 120 000-ად გაიყიდა, მხატვარი კიდევ მესამე ბანანის  150 ათასად გაყიდვას აპირებს. თუ მესამე ინსტალაციის მყიდველი არ გამოჩნდება, ბანანს გადააგდებენ. 

 ინსტალაციები მაიამიში, Art Bassel-ის გამოფენაზე გაიყიდა. კატელანის თქმით, ბანანის იდეა მას 1 წლის წინ მოუვიდა და თავიდან ბრინჯაოს, ან სილიკონისგან აპირებდა შექმნას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ჩვეულებრივი ბანანი იხმარა.

„ყველგან, სადაც ვიმოგზაურე, კედელზე მიკრულ ბანანს ვტოვებდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამესრულებინა ნამუშევარი, სანამ არ მოვიფიქრე- ბანანი ბანანდ უნდა დარჩეს“,-აცხადებს მხატვარი Artnet-თან ინტერვიუში.

მხატვრის თქმით, მიუხედავად ინსტალაციის სახელწოდებისა, ის სულაც არ არის ხუმრობა. მისივე თქმით, ყველაფერი გათვლილია, ბანანის ფორმით დაწყებული, სკოჩისა და კუთხეების ჩათვლით. „ბანანი საერთაშორისო ვაჭრობის სიმბოლოა ორმაგი დატვირთვით“,-განაცხადა მან.

ბანანები მომენტალურად გაიყიდა, მესამეზე პრეტენზიას ორი გალერეა აცხადებს. მყიდველებმა მხოლოდ მალფუჭებადი ხილი კი არ მიიღეს, არამედ სერტფიფიკატიც და რაც მთავარია, 140-გვერდიანი ინსტრუქცია ნამუშევრის დასამონტაჟებლად.

ის უნდა დაიკიდოს იატაკიდან 175 სმ- სიმაღლეზე, 37 გრადუსიანი დახრის კუთხით, ბანანი კი, ყოველ 7-10 დღეში ახლით უნდა ჩანაცვლდეს. 

გამოფენაზე ასევე გაიყიდა ენ კოლიერის ტილო, სახელწოდებით „ქალი ტირის“რომელზეც ერთი წითელი წერტილი იყო დასმული.

Facebook Comments

ახალი დადებული