უცხოური მედია

ტრამპი: პირადი მობილური ტელეფონი აღარ მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას პირადი მობილური ტელეფონი არ აქვს. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს.

„CNN-ი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს მე უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კვლავ პირადი მობილური ტელეფონით ვსარგებლობ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

წლებია, პირადი მობილური ტელეფონი აღარ მაქვს და მხოლოდ სამთავრობო, დაცული ტელეფონებით ვსარგებლობ“, – წერს ტრამპი.

Facebook Comments