აშშ-ში ქართველმა 120 000 დოლარად გაყიდული ბანანი შეჭამა

ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა, დავით დათუნამ მაურიციო კატელანის ბანანი შეჭამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 120 000 დოლარად გაიყიდა 😃

დავით დათუნამ განაცხადა, რომ ეს არის პერფორმანსი, რომელსაც “მშიერი ხელოვანი” ჰქვია.
– “რასაკვირველია გემრიელი იყო, მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ვარ ხელოვანი და არა ჩვეულებრივი ადამიანი.”-განუცხადა ქართველი ხელოვანმა „ნიუ იორკ თაიმსს“.

„არ შეეხოთ ხელოვნების ნიმუშს“,-დაიყვირა გალერეის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა, თუმცა დათუნამ ბანანის ამოხსნა, შეჭმა და მიმალვა მოასწრო,-წერს გამოცემა.

გალერეაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს უკვე მიმართეს, მათივე თქმით, ხელოვნების ნიმუში ისევ ცოცხალია, რადგან მთავარი ბანანი კი არა, იდეაა.

შეგახსნებთ, კატელანის 2 ინსტალაცია, კედელზე მიკრული ბანანი მაიამიში, Art Bassel-ის გამოფენაზე თითო 120 000 დოლარად გაიყიდა.

Facebook Comments

ახალი დადებული