მსოფლიოს 7 მისტიკური ადგილი, სადაც ყველა სურვილი სრულდება

ადამიანებს სასწაულების არსებობის 21-ე საუკუნეშიც კი  სწამთ და მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორეში ერთადერთი მიზნით მიემგზავრებიან – საკუთარ თავზე გამოსცადონ საოცარი რიტუალების ზემოქმედება, რომლებსაც წარმატება მოაქვთ.  საბედნიეროდ, ასეთი ადგილი პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. ჩვენ გაგაცნობთ ადგილებს, სადაც სადაც მათ მისტიკურ ძალაში დარწმუნებული ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიიჩქარიან.

ქვის თავი. დუბროვნიკი. ხორვატია

Голова горгульи, Дубровник, Хорватия. / Фото: www.dreamstime.com

დუბროვნიკში, მთავარ ქუჩაზე სეირნობის დროს, ძველი ქალაქის შესასვლელთან მოგზაურის ყურადღება იქცევს ქვის კედელზე ამოკვეთილი უცნაური თავი. ის ზუსტად ფრანცისკანური მონასტრის შესასვლელთან მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, ვინც 15 სანტიმეტრიან თავზე დადგომას და ედა სამოსის გახდას ისე მოახერხებს, რომ ჩამოვარდეს, სიყვარულში გაუმართლებს. ამ ადგილს უამრავი სასწაულის მაძიებელი ახსოვს, რასაც ქვის კედელზე აღბეჭდილი ათასობით ხელის ანაბეჭდიც ადასტურებს.

Голова горгульи, Дубровник, Хорватия. / Фото: www.atlasobscura.com

მაიმუნი – მცველი. მონსი. ბელგია.

Сторожевая обезьяна, Монс, Бельгия. / Фото: www.pavlov.ru

ეს პატარა, მეტალისგან დამადებული მაიმუნის ფიგურა ქალაქი მონსის მერიის შესასვლელთან მდებარეობს. მისი დანიშნულების შესახებ არავინ, თავად მერიის თანამშრომლებმაც კი არაფერი იციან. ზოგი თვლის, რომ ეს ერთგვარი „სირცხვილის ბოძი“ იყო, სადაც დამნაშავეები მიჰყავდათ და საჯაროდ არცხვენდნენ, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ლითონის მაიმუნი უძველეს დროში არსებული ტავერნის შესასვლელს იცავდა. ასეა თუ ისე, ერთი ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც სწამთ, რომ ვინც მაიმუნს თავზე ხელს გადაუსვამს, ყველა სურვილი აუსრულდება.

Сторожевая обезьяна, Монс, Бельгия. / Фото: www.wikimedia.org

ბრინჯაოს ტახი.ფლორენცია. იტალია.

Бронзовый кабан, Флоренция, Италия. / Фото: www.turproezdka.ru

ფლორენციის ცენტრში, ძველი ბაზრის მოედანზე ცხოვრობს ტახი – ბრინჯაოს შადრევანი, რომელიც უკვე 400 წლისაა. მისი ავტორი ბაროკოს ეპოქის ოსტატი პიერო ტაკა გახლავთ.  ტრადიციის თანახმად, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და ღორს პირში მონეტა ჩაუდოთ. პირიდან გამოვარდნილი მონეტა ჩლიქებს ქვემოთ გისოსებზე უნდა დაეცეს. თუ ღრიჭოში გაძვრა – სურვილი აუცილებლად ასრულდება.

Бронзовый кабан, Флоренция, Италия. / Фото: www.italiaguidaitalia.com

Gänseliesel. გეტინგენი. გერმანია

Ganseliesel, Геттинген, Германия. / Фото: www.wikimedia.org

ეს ქანდაკება ქვედა საქსონიაში მდებარე გეტინგენის სავიზიტო ბარათი გახლავთ. ყოველ წელს ქალაქში მის პატივსაცემად ფესტივალი ტარდება. ადგილობრივი უნივერსიტეტის ახალგაზრდა ასპირანტები დისერტაციის დაცვამდე Gänseliesel- თან მიდიან, ცოცხალი ყვავილებით ამკობენ, კოცნიან და წარმატებას თხოვენ. სწორედ ამ რიტუალის წყალობით,  Gänseliesel გახლავთ ქალი, რომელსაც მამაკაცისგან მსოფლიოში ყველა ქალზე მეტი ამბორი მიუღია.

ჯადოსნური ბუ. დიჟონი. საფრანგეთი.

Волшебная сова, Дижон, Франция. / Фото: www.tourister.ru

ამ პატარა ხის ბუმ დიჟონის ყველაზე ძველი ეკლესიის კუთხეში დაიდო ბინა და უკვე სამი ასწლეულია, რაც დაუღალავად უსრულებს სურვილს ყველას, ვინც სახეზე მოეფერება. ბუს აუცილებლად მარცხენა ხელით უნდა შეეხოთ და ამ დროს სურვილი ჩაიფიქროთ. ლეგენდის თანახმად, ხის ბუ უკლებლივ ყველა სურვილს აგისრულებთ, თუ ის წმინდა გულით ჩაიფიქრეთ და ბოროტ ჩანაფიქრს არ შეიცავს.

დიჟონის ნორტ-დამის ბუ ქალაქის არაოფიციალური თილისმა გახდა. არავინ იცის, როგორ გაჩნდა ის ეკლესიაში, თუმცა ვარაუდობენ, რომ XVI საუკუნეში, ახალი სამრეკოს მშენებლობის დროს შეიქმნა. ამ ადგილს ყოველწლიურად, ათასობით ადგილობრივი და ტურისტი სტუმრობს, რომ ხის ბუს თავზე ხელი გადაუსვას და თავისი კეთილი სურვილები გაუზიაროს.

Нотр-Дам-де-Дижон. / Фото: www.theculturetrip.com

ნულოვანი წერტილი. პარიზი. საფრანგეთი

Точка Ноль, Париж, Франция. / Фото: www.geocaching.su

ადგილი, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრად ითვლება, როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. პარიზის ცენტრის სიმბოლოზე  განთავსებულია რვაკუთხა სპილენძის ფირფიტა და სწორედ ის ითვლება სურვილების შემსრულებლად, თუმცა, ჯადოქრობა რომ ამოქმედდეს, ადამიანს გარკვეული რიტუალების შესრულება უწევს. მაგალითად, თუ ამ ფირფიტასთან საყვარელ ადამიანს აკოცებთ, თქვენი სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდება. უამრავი ტურისტი ამ ადგილზე მონეტას ტოვებს, რომ პარიზში ისევ დაბრუნდეს.

Точка Ноль, Париж, Франция. / Фото: www.wikimedia.org

ლინკოლნის საფლავი. სპრინგფილდი.აშშ

Гробница Линкольна, Спрингфилд, Иллинойс, США. / Фото: www.yandex.net

იღბალის მაძიებლებლებში აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის საფლავი განსაკუთრებულად პოპულარული ადგილია. სურვილის ასრულებისთვის მხოლოდ ამ ადგილის მონახულება არ კმარა, აუცილებელია აკლდამის შესასვლელთან მდებარე ლინკოლნის ქანდაკების ცხვირს ცხვირი მოუსვათ. არავინ იცის, როდის და როგორ წარმოიშვა ლეგენდა, რომ ეს რიტუალი იღბალის მომტანია, თუმცა ფაქტია, რომ ყოველწლიურად ათასობით ადამიანი აპრიალებს საკუთარი ცხვირით აშშ პრეზიდენტის ცხვირს.

„პროგრესნიუსი“

Facebook Comments

ახალი დადებული