სპორტი

ქართველმა წყვილმა ფიგურული სრიალის იუნიორთა გრან პრის ფინალში გაიმარჯვა

ქართველმა წყვილმა, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იტალიის ქალაქ ტურინში, ფიგურული სრიალის იუნიორთა გრან პრის ფინალში გაიმარჯვა.

წყვილი პროგრამის ორივე სახეობაში პირველ ადგილზე გავიდა და ჯამში 174.90 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელ მოციგურავეთა წყვილი – ეივოლნი ნგუენი და ვადიმ კოლესნიკი, მესამე ადგილზე რუსები – ელიზავეტა შანაევა და დევიდ ნარიჟნი.

ეს ფიგურულ სრიალში ქართველი წყვილის პირველი გრან პრია.

Facebook Comments