ხათუნა ხოფერია ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება .
„1. ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი!
2. ხომ დარბის მიშა ჯვარამოგდებული!
3. ხომ მიმართავს ბოკერია ხალხს ღმერთის შემწეობის იმედით.
4. ხომ ციტირებს ზეპირად უგულავა ბიბლიას და სახარებას!
5. ხომ გაიხსენეთ, რომ არსებობს სიტყვა პატრიოტები!
6. ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს!
ჯერ სად ხართ!
ჯერ ჰიპნოზში ხართ და დავიწყებულ, უარყოფილ ემოციებს იხსენებთ!!
ეს თქვენი კათარზისია!
ჯოჯოხეთი წინაა!!…“-წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გავერდზე.
Facebook Comments