ქარელში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცოლის ძმა დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დის ქმრის მკვლელობისთვის კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ცოლის ძმა გუშინ ღამე დააპატიმრეს.

დაკავებული 1996 წელს არის დაბადებული. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

22 წლის სიძე ცოლის ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე 6 დეკემბერს, სავარაუდოდ ცულით მოკლა. 

Facebook Comments

ახალი დადებული