ბათუმში ღორის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა.

ზახაშვილის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა. ორივე პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა და ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ.

წყარო:რეზონანსი

Facebook Comments

ახალი დადებული