პოლიტიკა

ეკა ბესელია ომბუდსმენის ანგარიშზე: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის საკითხი მძიმე ბრალდებაა

“პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის საკითხი არის ყველაზე მძიმე ბრალდება და წითელი ხაზი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სახალხო დამცველის ანგარიშს.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად სწრაფი რეაგირებაა საჭირო. 

“საქართველოს ციხეებში არის პრობლემაა, ანგარიშში ამაზე არის საუბარი. ომბუდსმენს აქვს განსაკუთრებული მანდატი და შეუძლია პენიტენციურ სისტემაში შევიდეს და თავად ნახოს იქ რა ხდება. ეს პრობლემები რომ არსებობს, ამიტომაც ეს ანგარიშში მოხვდა და ამას სჭირდება ძალიან სწრაფი რეაგირება. პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხები ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება და წითელი ხაზი, რომელიც შემდგომ დემოკრატიის კუთხით ქვეყანას ძალიან მძიმე წარსულში დააბრუნებს. უსამართლოდ ხდება ადამიანების დაპატიმრება და სასამართლო განხილვა, ასეთ საქმეებს მაქსიმალური ყურადღება სჭირდება, რომ ამის გამო ქვეყანა არ დაზარალდეს”, – აღნიშნა ბესელიამ. 

 ცნობისთვის, ომბუდსმენმა დღეს ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. 

ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა.ანგარიშში, სხვა თემებთან ერთად, მოხვდა 20 ივნისის აქციის დაშლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და პრეზიდენტის მიერ სკანდალური შეწყალებების საკითხი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni