კრიპტოვალუტა

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე 23 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას. 

ხსენებული პირები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით, ყიდვა – გაყიდვის ოპერაციებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.

Facebook Comments