პოსტები სოციალური ქსელიდან

„ზურაბიშვილი ფრანგულად ფიქრობს და შესაბამისად“ – რატომ ახსენა პრეზიდენტმა „აღსაყდრება?

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს „ჩემი აღსაყდრების დღიდან პოლარიზაციასთან ბრძოლას ვცდილობ” საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი აღსაყდრების დღიდან პოლარიზაციასთან ბრძოლას ვცდილობ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა. “I am trying to combat polarization since my inthronization” – თქვა პრეზიდენტმა.

ვიცით, რომ აღსაყდრება, ინტრონიზაცია პრეზიდენტთან და მაღალჩინიოსნებთან მიმართებაში ჩვენთან არ გამოიყენება.
თუმცა, ფრანგულენოვან მედიაში პრეზიდენტთან კონტექსტში ამ სიტყვას, ‘ანტღონიზასიონ’, ხშირად იყენებენ.
Président Salomé Zourabichvili ფრანგულად ფიქრობს და შესაბამისად…“ – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni