უცხოური მედია

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, ლუჟკოვი გერმანიაში, მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მისთვის გულზე ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. 

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა. 

Facebook Comments