საზოგადოება

ნათია თურნავა მცირე მეწარმეებს წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს

Nusagi

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 50-მდე მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს. აღნიშნულ მეწარმეებს წყლით სარგებლობა გამარტივებული წესით შეეძლებათ.ლიცენზიის გაცემის წესების გამარტივება შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რამაც გაამარტივა სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა.გამარტივებული წესებით ლიცენზიების გადაცემის ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, კომპანია „აქუა ჯორჯიას“ ეზოში გაიმართება.ღონისძიებას ასევე დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა პასუხისმგებელი პირები, ბიზნესის წარმომადგენლები.მინისტრი ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს კომპანია „აქუა ჯორჯიას“ საწარმოს და საწარმოო პროცესს გაეცნობა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,671 ნახვა
%d bloggers like this: